ბროკოლი არაჟნით

სასარგებლო, მარტივად მოსამზადებელი კერძია. გარნირის სახითაც გამოიყენება. ბროკოლი არაჟნით ვახშმის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • ბროკოლი  500-600გრ;
  • ზეთი  1ჩ/კ;
  • არაჟანი  250გრ;
  • მარილი, თეთრი პილპილი  გემოვნებით;
  • ხახვი 1თ;
  • ყველი  200გრ;

მომზადების წესი:

დავშალოთ ბროკოლი, გავრეცხოთ გამდინარე წყალში და მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში 5 წთ. შემდეგ ცივ წყალში ჩავდოთ, ამოვიღოთ, შევაშროთ და საცხობ ფორმაში გადავიტანოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. გადმოვიტანოთ ჯამში, დავამატოთ არაჟანი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ეს სოუსი მოვასხათ ბროკოლის ყვავილედებს. საშუალო სახეხზ გავხეხოთ ყველი და მოვაყაროთ ზემოდან. გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წთ. აკურატულად მოვაცილოთ ფოლგა და კიდევ 10 წთ დავაყოვნოთ ღუმელში.  გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო