ბროკოლი ბეკონით

ბროკოლი ბეკონით სწრაფად და მარტივად მზადდება. გემრიელია, სასარგებლოა, ნოყიერია. სადილის ან ვახშმის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ბროკოლი  500გრ;
  • ბეკონი  4ნაჭერი;
  • ზეთი    3ს/კ;
  • ნიორი  2კბილი;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დავშალოთ და გავრეცხოთ ბროკოლი. ზეთს დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ეს ნარევი დავასხათ ბროკოლს, ამოვურიოთ, შემდეგ გადავიტანოთ ფოლგადაფენილ საცხობ ფორმაში. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წთ. ბეკონი პატარა ნაჭრებად დავჭრათ და შევბრაწოთ. როცა ბროკოლი მზად იქნება, დავამატოთ ბეკონი. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო