ბროკოლი ნაღებით

ბროკოლი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ამიტომ აუცილებელია მისი ხშირად გამოყენება. ეს რეცეპტი დაგეხმარებათ, ბროკოლისგან კიდევ ერთი საუცხოო და უგემრიელესი კერძი მოამზადოთ.დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • ბროკოლი  500გრ;
  • ნაღები  200მლ;
  • მაგარი ყველი  100გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • დაფქული ჯავზი  1/2ჩ/კ;
  • მარილი, პლპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ბროკოლი დავშალოთ ყვავილედებად და გამდინარე წყალში გავრეცხოთ. შემდეგ მდუღარე მარილწყალში ჩავდოთ და 3 წთ ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. გადავწუროთ და შესაწვავ ფორმაში გადავიტანოთ. გავხეხოთ ყველი, კვერცხი ავთქვიფოთ. ათქვეფილ კვერცხს დავამატოთ ნაღები, გახეხილი ყველის მესამედი, ჯავზი, მარილი, პილპილი და ავურიოთ. ეს მასა ბროკოლს დავასხათ და აკურატულად ამოვურიოთ. ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი. შევდგათ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წთ. ბროკოლი ნაღებით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო