ბროკოლი ყველის სოუსში

ბროკოლი ყველის სოუსში გამოდის ნაზი, ინარჩუნებს თავის ფერს, გემო კი საუცხოო აქვს! დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  •  ბროკოლი   500გრ;
  • კვერცხი 2ც;
  • რძე  1ჭ;
  • ყველი  150გრ;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

დავშალოთ ბროკოლი და გამდინარე წყალში გავრეცხოთ. მოვხარშოთ მდუღარე მარილწყალში, 7 წთ. გადავწუროთ და გავაცივოთ. ყველის სოუსი: ჯამში ჩავასხათ რძე, ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. 50გრ ყველი გავხეხოთ და დავამატოთ ამ მასას, ამოვურიოთ. ბროკოლის ყვავილედები ჩავაწყოთ საცხობ ფორმაში, დავასხათ ყველის სოუსი და ზემოდან დარჩენილი გახეხილი ყველი მოვაყაროთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო