ბროკოლის კრემ-სუპი ბრინჯითა და ისპანახით

ბროკოლის კრემ-სუპი ბრინჯითა და ისპანახით გამოდის ნაზი, აბრეშუმისებური სტრუქტურის, ლამაზი, გემრიელი კერძი. უცხიმოდ მზადდება. დამზადების დრო: 20 წთ. ულუფა: 3-4.

ინგრედიენტები:

  • მრგვალი ბრინჯი  1/2ჭ;
  • ბროკოლი  250გრ;
  • ყაბაყი 200გრ;
  • ისპანახი  80გრ;
  • ხახვი  1თ;
  • ნიორი  3-4კბილი;
  • წყალი  1,5ჭ;
  • რძე  1ჭ;
  • შავი დაფქული პილპილი  1/2ჩ/კ;
  • მუსკატის კაკალი  მწიკვი (ჯავზი);

მომზადების წესი:

ბრინჯი დავდგათ მოსახარშად. ნახევრადმოხარშულ ბრინჯში ჩავამატოთ ბროკოლი და დაჭრილი ყაბაყი, ხახვი და ნიორი. ბოსტნეული რომ დარბილდება, ისპანახი დავამატოთ, დავასხათ რძე, 1-2 წთ შემდეგ დავაბლენდეროთ მთლიანი მასა. დავამატოთ მარილი, პილპილი, ჯავზი. კრემ-სუპი 5-7 წთ დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

2 კომენტარები

  1. ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით ბროკოლი ისაპანახით,ბრინჯით და ყაბახით,მადლობა

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო