ბროკოლის რულეტი

ისეთი ლამაზი და გემრიელი, განსხვავებული კერძია, ნებისმიერ საზეიმო სუფრას დაამშვენებს. საინტერესო რეცეპტია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ბროკოლი  400გრ;
  • კვერცხი  4ც;
  • ქათმის ფილე  350გრ;
  • სოკო  300გრ;
  • სტაფილო  2ც;
  • ხახვი  1თ;
  • ფქვილი  3ს/კ;
  • არაჟანი  1,5ს/კ;
  • გამაფხვიერებელი  1ჩ/კ;
  • მარილი  ½ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი;

გარეცხილი ბროკოლი მოვხარშოთ მარილწყალში, გადავწუროთ, და დავაბლენდეროთ, მივიღებთ ბროკოლის პიურეს. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი ფქვილთან და გააფხვიერებელთან ერთად და შევურიოთ ბროკოლს. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, საცხობს დავაფინოთ პერგამენტი, დავადოთ ბროკოლიანი მასა და გამოვაცხოთ 20 წთ. გავაცივოთ. მოვამზადოთ გულსართი: გარეცხილი ფილე დავჭრათ, გაწმენდილ-გარეცხილი სტაფილო მრგვლად დავჭრათ, სოკო და  გარჩეული ხახვი გავრეცხოთ, დავჭრათ და ყველაფერი ზეთში მოვხრაკოთ (ბოლომდე არა). შემდეგ ტაფს მასა დავაბლენდეროთ, შევურიოთ არაჟანი. ეს მასა წავუსვათ ბროკოლის ფირფიტას და გადავახვიოთ. შევდოთ მაცივარში 1 სთ. ამ დროის გასვლის შემდეგ დავჭრათ ბროკოლის რულეტი და გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო