
თუ სამზარეულოში ექსპერიმენტები გიყვართ და მრავალფეროვნება გიზიდავთ, მოამზადეთ ბროკოლის სუპი ბრინჯითა და ტომატით! გემრიელი, არომატული და მსუბუქი კერძია. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 4
ინგრედიენტები:
- პომიდვრის კონსერვი საკუთარ წვენში 500მლ;
- ბროკოლი 80-100გრ;
- სტაფილო 1ც;
- ხახვი 1თ;
- ბრინჯი 2ს/კ;
- ნიორი 1-2კბილი;
- მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით;
- დაფქული ბაზილიკი 2 მწიკვი;
- ზეთი 1-2ს/კ;
- წყალი 2ჭ;
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ დანაყილი ნიორი და 1-2 წთ ვშუშოთ. დავაყაროთ გარეცხილი ბრინჯი, ავურიოთ, დავასხათ წყალი, მარილით და პილპილით შევანელოთ და 10-12 წთ ვადუღოთ. დავამატოთ ყვავილედებად დაშლილი ბროკოლი. ვხარშოთ 5-6 წთ. დავამატოთ დაჭრილი პომიდორი (კონსერვი), ბაზილიკი და 1-2 წთ ვადუღოთ. გემრიელად მიირთვით!
აუცილებლად მოვამზადებ.მადლობა💖
ძალიან გემრიელი ჩანს დიდი მადლობა!!
მადლობა.
ძალიან გემრიელია.მადლობა❤️❤️
დიდი მადლობა❤️ძალიან გემრიელია.