
ბროკოლის სუპი მწვანე ბარდით გემრიელი, სასარგებლო და დაბალკალორიული კერძია. მარტივად მზადდება, სადილის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 200გრ;
- კარტოფილი 1ც;
- ხახვი 1თ;
- სტაფილო 1ც;
- მწვანე ბარდა 100გრ;
- ბროკოლი 150გრ;
- ზეთი 2ს/კ;
- მარილი 1ჩ/კ;
მომზადების წესი:
მოვხარშოთ ფილე, ამოვიღოთ და დავჭრათ. წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ზეთში. დაჭრილი კარტოფილი ჩავყაროთ ფილეს ნახარშში და დავდგათ ცეცხლზე , 10-12 წთ შემდეგ დავამატოთ ბროკოლი და მწვანე ბარდა, ვადუღოთ 15 წთ. ბოლოს დავამატოთ მოშუშული ბოსტნეული, დაჭრლი ფილე და კიდევ 7 წთ ვადუღოთ, შევანელოთ მარილით. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება