ბროკოლის სუპი ოსპით

ბროკოლის სუპი ოსპით მსუბუქი და სასარგებლო წვნიანია. სამარხვო კერძია, მარტივად და სწრაფად მზადდება. დამზადების დრო: 45 წთ. ულუფა: 2-4.

ინგრედიენტები:

  • ბროკოლი  250გრ;
  • ყავისფერი ოსპი  1/2ჭ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1/2თ;
  • ბულგარული წიწაკა  1ც;
  • ნიორი  1კბილი;
  • დაფნის ფოთოლი  1ც;
  • წყალი  1ლ;
  • ზეთი, მარილი, შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ოსპი წინასწარ ჩავალბოთ ცივ წყალში 2-3 სთ, გადავწუროთ, გავრეცხოთ და დავდგათ მოსახარშად საშუალო ცეცხლზე. ვადუღოთ 15 წთ. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ვადუღოთ 10 წთ. გავხეხოთ სტაფილო, ხახვი წვრილად დავჭრათ, კუბიკებად დავჭრათ ბულგარული და ერთად მოვშუშოთ ზეთში. ეს მასა  ჩავამატოთ ქვაბში, ასევე ჩავაწყოთ ყვავილედებად დაშლილი ბროკოლი. დავაყაროთ მარილი, პილპილი, ჩავდოთ დაფნის ფოთოლი. ვადუღოთ 5-7 წთ. გემრიელად მიირთვით!

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო