
ბროკოლის სუპი ყველის ტოსტებით არომატული და უგემრიელესი კერძია. დამზადების დრო: 50 წთ. ულუფა: 8.
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 1/2ს/კ;
- ხახვი 1თ;
- ნიორი 2კბილი;
- ბროკოლი 2 თ;
- მარილი 1ჩ/კ;
- ცხარე წიწაკა 1/8ჩ/კ;
- ჩედერი 60გრ;
- პური 8 ნაჭერი:
მომზადების წესი:
ზეთში მოვშუშოთ ხახვი, ნიორი და ბროკოლის დაჭრილი ღერები. 15 წთ შემდეგ დვასხათ წყალი, დავამატოთ მარილი და ავადუღოთ. ჩავაწყოთ ბროკოლის ყვავილედები და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ 10 წთ. გადმოვდგათ, 10 წთ დავაყოვნოთ და შემდეგ დავაბლენდეროთ. დავამატოთ რძე და წიწაკა და ისევ ცეცხლზე დავდგათ. არ უნდა ადუღდეს, გადმოვდგათ. პურის ნაჭრებზე დავაწყოთ ჩედერის ნაჭრები, საცხობ ფირფტაზე დავალაგოთ და შევდგათ ღუმელში 180-200 გრადუსზე 45- 60 წმ. კერძი სუფრაზე ყველის ტოსტებთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება