ბროკოლთან ერთად მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ამიტომ სასურველია მათი ხშირად გამოყენება. ბროკოლთან ერთად მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო თან გემრიელიცაა. მარტივად მზადდება, ვახშმის  ან სადილის მეორე კერძის შესანიშნავი ვარიანტია. დამზადების დრო: 35 წთ.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  250გრ;
  • ბროკოლი  250გრ;
  • თხილი კეშიუ  250გრ;
  • წყალი  160 მლ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • საფუარი  1ს/კ;
  • კარრი  1/3ჩ/კ;
  • ნიორი  1-2კბილი;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს დიდი ყვავილედები ოთხად დავჭრათ, პატარები დავტოვოთ. ტაფაში მოვხრაკოთ დაჭყლეტილი ნიორი. დავამატოთ ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, თავზე დავაფაროთ და 3 წთ ვშუშოთ. თხილი კეშიუ წყალთან ერთად დავაქუცმაცოთ. დავასხათ ტაფის მასას, დავამატოთ კარრი, საფუარი და მარილი. 5 წთ ვშუშოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო