ჩანახი ღორის ხორცით

ჩანახი ღორის ხორცით და ბოსტნეულით საუცხოო გამოდის. განსხვავებული და ნოყიერი სადილის მოსამზადებლად ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგებათ. დამზადების დრო: 2 სთ

  • ინგრედიენტები:
  • ღორის ხორცი  800გრ;
  • კარტოფილი  800გრ;
  • ხახვი  3თ;
  • პომიდორი  5ც;
  • ბადრიჯანი ან 2ც ბულგარული წიწაკა;
  • ნიორი  5-6კბილი;
  • მწვანილი  1კონა (ქინძი);
  • ტომატის სოუსი ან დაბლენდერული დაკონსერვებული პომიდორი  300მლ;
  • ცხელი წყალი ან ბულიონი  200მლ;
  • ზეთი  2ს/კ;
  • მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ვამზადებთ ქოთანში. მოვამზადოთ ყველა ინგრედიენტი. ხორცი საშუალო ზომაზე დავჭრათ. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და ხორცი მოვხრაკოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი, თავზე დავაფაროთ და 10-15 წთ ვშუშოთ. ნიორი თხლად დავჭრათ, დანარჩენი ბოსტნეული კუბიკებად, კარტოფილი შედარებით დიდად. სხვა ტაფაში ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი. ქოთანში ჯერ ხორცი ჩავაწყოთ, შემდეგ ხახვი ნივრით, პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი. დავასხათ ტომატის სოუსი,  ბულიონი ან წყალი,  დაჭრილი მწვანილიც დავაყაროთ. შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე, 1 სთ 20 წთ. სუფრაზე არაჟანთან და მჟავე კიტრთან ერთად გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო