ჩანახი ლობიოთი და სოკოთი

ჩანახი ლობიოთი და სოკოთი ნოყიერი, ცოტა ცხარე, გემრიელი კერძია. სადილის კარგი იდეაა. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო  150გრ;
  • ქათმის ხორცი  500გრ;
  • ზეთი  50მლ;
  • ხახვი  3თ;
  • სტაფილო  1ც;
  • კარტოფილი  0,5კგ;
  • მოხარშული ლობიო  2ჭ;
  • მარილი, პილპილი, სხვა სუნელები  გემოვნებით;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • ტომატი  2ს/კ;
  • წყალი  2ჭ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხორცი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ძვლები მოვაცილოთ. დავაყაროთ მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები და შევსვაროთ ხორცი. დავაყოვნოთ 15 წთ. გავაცხელოთ ტაფა და მოვშუშოთ დამარინადებული ხორცი. ჩავაწყოთ ქოთნებში, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ზეთში მოხრაკული ხახვი და სტაფილო, დაჭრილი სოკო, ზეთში მოვშუშოთ ფქვილი, ტომატი დავამატოთ, დავასხათ წყალი და ავადუღოთ. მარილით და პილპილით შევანელოთ. თითოეულ ქოთანში ჩავდოთ 2-3 ს/კ ლობიო, დავასხათ ტომატიანი მასა. შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1,5 სთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო