ჩაშუშული კომბოსტო თევზით

თუ თევზი გიყვართ, აუცილებლად უნდა სცადოთ ეს რეცეპტი. ჩაშუშული კომბოსტო უფრო ნაზს და რბილს ხდის თევზს, აუმჯობესებს მის გემოს. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • კომბოსტო  400გრ;
  • წითელი თევზი (ფილე)  600გრ (ნებისმიერი სახეობის);
  • ხახვი  1თ;
  • პომიდორი  2ც;
  • სტაფილო  1ც;
  • ლიმონი  1ც;
  • ,ზეთი, მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები  გემოვნებით;

მომზადების წესი:

წვრილად დავკეპოთ კომბოსტო. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავჭრათ ფილე და დავასხათ ლიმონის წვენი, დავაყოვნოთ ცოტა ხანს.  კომბოსტო მოვშუშოთ მეორე ტაფაში, როგორც კი დარბილდება, დაჭრილი პომიდორი  და გახეხილი სტაფილო დავამატოთ. ამოვურიოთ და 3 წთ ვშუშოთ. დავამატოთ მოხრაკული ხახვი და თევზის ფილე. თავზე დავაფაროთ, ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ 3 წთ. შემდეგ 1ჭ წყალი დავასხათ და ვშუშოთ მანამ, სანამ სითხე არ აორთქლდება. მარილი და პილპილი გემოვნებით დავაყაროთ. ჩაშუშული კომბოსტო თევზით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო