ჩატენილი მწვანე პომიდვრის მწნილი

საოცრად გემრიელი მწნილი გამოდის. უხდება ლობიოს, კარტოფილს, ხორცეულს. ადვილად მზადდება. დამზადების დრო: 4დღე 23 სთ.

ინგრედიენტები:

  • მწვანე პომიდორი  2კგ;
  • ცხარე პილპილი  10ც;
  • ნიორი  1თ;
  • კამა, ოხრახუში, ნიახური  თითო კონა;
  • ქინძი  1კონა;
  • მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ პომიდორი, მწვანილი, გარჩ ეული ნიორი და პილპილი. ჩავჭრათ თითოეული პომიდორი, შიგნიდან მარილი წავუსვათ და დავაყოვნოთ. წვრილად დავაქუცმაცოთ მწვანილი, ნიორი, პილპილი და გადავურიოთ. ამ მასით ამოვტენოთ პომიდორი, ჩავაწყოთ გასტერილიზებულ ქილებში, დავაფაროთ სახურავი, დავდგათ ბნელ, გრილ ადგილას. პერიოდულად აკურატულად ამოვურიოთ. 5 დღეში ჩატენილი მწვანე პომიდვრის მწნილი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო