
ჩირის ბატონჩიკები შიმშილის გრძნობას გვიკლავს და ენერგიით აღგვავსებს. ნატურალურია და სასარგებლო, თან ძალიან გემრიელი. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 10ც.
ინგრედიენტები:
- შავი ქლიავის ჩირი 150გრ;
- გარგარის ჩირი 150გრ (კურაგა);
- ნიგოზი 100გრ (თხილი, მიწისთხილი);
- მომზადების წესი:
- გავრეცხოთ ჩირი. თუ ძალიან მაგარია, დავასხათ მდუღარე წყალი და 5-10 წთ დავაყოვნოთ. გადავწუროთ, ჩაის ტილოზე დავაწყოთ გასაშრობად. დავჭრათ და დავაბლენდეროთ. ნიგოზი დავღერღოთ. შევურიოთ ჩირი და ნიგოზი, გავყოთ 8-10 ნაწილად, მივცეთ ბატონჩიკის ფორმა, დავაწყოთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაში და 70 გრადუსზე ღუმელში გამოვაშროთ დაახლ. 1-1,5სთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება