ჩიზქეიქი ”ტირამისუ”

უნაზესი, საუკეთესო გემოებით გაჯერებული დესერტია. ამ ჩიზქეიქის მოსამზადებლად აუცილებელია მასკარპონე და კრემ-ყველი. დამზადების დრო: 3 სთ.

ინგრედიენტები:

კარაქი  70გრ;

  • შავი შოკოლადი  70გრ;
  • შაქარი  50გრ;
  • კვერცხი  6ც;
  • ფქვილი  80გრ;
  • ხსნადი ყავა  5გრ;
  • ესპრესო  30გრ;
  • კონიაკი  10გრ;
  • კრემ-ყველი  450გრ;
  • მასკარპონე  250გრ;
  • შაქრის პუდრა  200გრ;
  • ნაღები 33%-იანი  250გრ;
  • სავოიარდი  400გრ;
  • კაკაო  გემოვნებით:
  • მომზადების წესი:

გავადნოთ შოკოლადი, 70გრ კარაქი და 50გრ შაქარი შევურიოთ. დავამატოთ კვერცხი, კარგად გადავურიოთ. შემდეგ დავამატოთ ხსნადი ყავა და 40გრ ფქვილი. ავურიოთ ყველაფერი. გასახსნელ საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, ჩავსხათ ცომი, ჩავაწყოთ ორცხობილა “სავოიარდი” , შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში 10 წთ. გადმოვიღოთ და ლითონის ბადეზე გავაცივოთ (ფორმაშივე). მოვამზადოთ კრემი: კრემ-ყველი და მასკარპონე შევურიოთ ერთმანეთს. 5ც კვერცხი და 150 გრ შაქრის პუდრა ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ 100გრ ნაღები, 40გრ ფქვილი, სავოიარდი დავნამოთ ყავისა და კონიაკის ნაზავით. შემდეგ თანაბრად დავადოთ კრემი და შევდგათ 175 გრადუსზე ღუმელში 15 წთ. დავუწიოთ ტემპერატურას 120 გრადუსამდე, 1,5 სთ გამოვაცხოთ. გავაცივოთ ჩიზქეიქი, ავთქვიფოთ 150გრ ნაღები შაქრის პუდრასთან, საკონდიტრო ტომარაში მოვათავსოთ და ზემოდან ქუდის ფორმები დავსვათ. ბოლოს კაკაო მოვაყაროთ. ჩიზქეიქი “ტირამისუ” მზდაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო