
დაბეგვილი ფილე კარტოფილის კლიარში ნოყიერი და გემრიელი კერძია. სოუსთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად სადილის შესანიშნავი იდეაა. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 6.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 800გრ;
- კარტოფილი 800გრ;
- ყველი 100გრ;
- კვერცხი 2ც;
- ფქვილი 2ს/კ;
- მარილი, პილპილი, ქათმის სუნელები გემოვნებით;
მომზადების წესი:
გავრეცხოთ და შევაშროთ ფილე, გავჭრათ განივად და აკურატულად დავბეგვოთ ორივე მხრიდან. მარილი, პილპილი, ქათმის სუნელები შევურიოთ ერთმანეთს. წავუსვათ ფილეს ნაჭრებს და დავაყოვნოთ. გათლილი, გარეცხლი კარტოფილი გავხეხოთ. ჩავახალოთ კვერცხი, დავაყაროთ მარილი, პილპილი, ფქვილი და ავურიოთ. ფილეს ნაჭრებზე დავაწყოთ ყველის ნაჭრები,შემდეგ კარტოფილის კლიარში მჭიდრო შევახვიოთ (სველი ხელით) და შევწვათ ზეთში. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება