დაბეგვილი ფილე პომიდორთან ერთად

დაბეგვილი ფილე პომიდორთან ერთად გამოდის მსუბუქი, გემრიელი, ლამაზი კერძი. მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  600გრ;
  • ყველი 100გრ;
  • პომიდორი  2ც;
  • ნატურალური იოგურტი  200გრ;
  • კამა  1კონა;
  • ზეთი, მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

ფილე განივად გავჭრათ, ცელოფანში გავახვიოთ და ორივე მხრიდან დავბეგვოთ. ყველი გავხეხოთ, პომიდორი მრგვლად დავჭრათ, კამა წვრილად დავკეპოთ. შესაწვავ ფორმაში ცოტა ზეთი ჩავასხათ, დავაწყოთ ფილეს დაბეგვილი ნაჭრები, მარილი და პილპილი დავაყაროთ, შემდეგ დავაწყოთ პომიდორი, კამა მოვაყაროთ, დავასხათ იოგურტი და ყველი დავაყაროთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო