დაბეგვილი ფილე სტაფილოს კლიარში

სტაფილოს მოტკბო გემო ძალიან უხდება შემწვარ დაბეგვილ ფილეს. სცადეთ დაბეგვილი ფილე სტაფილოს კლიარში და ისიამოვნეთ ოჯახის წევრებთან ერთად. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე  300გრ;
  • სტაფილო  1ც;
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი 2ს/კ;
  • კამა  5გრ;
  • ზეთი  30მლ;
  • მარილი  0,5ჩ/კ;
  • შავი დაფქული პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ფილე, შევაშროთ და 5-7 მმ სისქის  ნაჭრებად დავჭრათ, დავბეგვოთ თითოეული ნაჭერი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სტაფილო წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ. დავამატოთ 1 ს/კ  ფქვილი, კარგად ავურიოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა. ფილეს ნაჭრები ჯერ ფქვილში ამოვავლოთ, შემდეგ სტაფილოს კლიარში და შევწვათ ზეთში. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო