
დაბეგვილი ქათმის ფილე სოკოთი არომატული, ნოყიერი, უგემრიელესი კერძია. სწრაფად და მარტივად მზადდება. სადილის მეორე კერძის ან ვახშმის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 6-8.
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე 500გრ;
- ქამა სოკო 300გრ;
- მაგარი ყველი 150გრ;
- მაიონეზი ან არაჟანი 4ს/კ;
- ხახვი 1თ;
- ზეთი 3ს/კ;
მარილი, პილპილი გემოვნებით;
ფილე გავრეცხოთ, შევაშროთ, განივად დავჭრათ, დავბეგვოთ ორივე მხრიდან და მარილი და პილპილი მოვაყაროთ. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ, სოკო – თხელ ნაჭრებად და ზეთში მოვხრაკოთ. შევაზავოთ მარილით და პილპილით. საცხობ ფორმას პერგამენტი ან ფოლგა დავაფინოთ, წავუსვათ ზეთი, დავაწყოთ დაბეგვილი ფილეს ნაჭრები, წავუსვათ მაიონეზი ან არაჟანი და მოხრაკული სოკო და ხახვი დავადოთ, ზემოდან გახეხილი ყველი მოვაყაროთ. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება