დაჭრილი კომშის მურაბა

განუმეორებელი გემო, არაჩვეულებრივი არომატი, საუცხოო ფერი  ასეთია კომშის მურაბა ლიმონით. მყუდრო, თბილ გარემოს შეგიქმნით ზამთარში ჩაისთან ერთად. დამზადების დრო: 19 სთ.

ინგრედიენტები:

  • კომში  1კგ;
  • შაქარი  800გრ;
  • ლიმონი  1ც;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ კომში, შევამშრალოთ ჩაის ტილოთი, დავჭრათ 4 ნაწილად, ამოვაცალოთ  კურკები, კიდევ დავჭრათ და ლიმონის წვენი მოვასხუროთ. დავაყაროთ შაქარი, დავაფაროთ თავზე და დავაყოვნოთ 1დღეღამე. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვადუღოთ, მოვქაფოთ, პერიოდულად ვურიოთ. დაახლ. 50წთ დასჭირდება. მზა მურაბა შევინახოთ გასტერილიზებულ ქილებში. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო