დავონჯინი

დავონჯინი ოსური ღვეზელია, რომელსაც გულსართში ღანძილი და ყველი აქვს. გამოდის ნოყიერი და გემრიელი. დამზადების დრო: 3სთ.

ინგრედიენტები:

კეფირი  250მლ;

  • ზეთი  50გრ;
  • ფქვილი  350გრ;
  • მშრალი საფუარი  5გრ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • ყველი  200გრ;
  • ღანძილი  100გრ;
  • კარაქი  50გრ;

მომზადების წესი:

შევათბოთ კეფირი, ჩავყაროთ საფუარი, კარგად გადავურიოთ და 5 წთ დავაყოვნოთ. შემდეგ ჩავამატოთ მარილი, ზეთი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1,5-2 სთ. კარგად გავრეცხოთ ღანძილი, შევაშროთ და წვრილად დავჭრათ. გავხეხოთ ყველი, დავამატოთ ღანძილს და გადავურიოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი და ბურთულები გავაკეთოთ. ცომიც გავყოთ ბურთულებად, თითოეული გავაბრტყელოთ და გულსართი ჩავუდოთ. შვკრათ, გავაბრტყელოთ, შუაში ჩავხვრიტოთ,  გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ  180 გრადუსზე. მზა ღვეზელს კარაქი გადავუსვათ!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო