დესერტი ფონდანი

უნაზესი და უგემრიელესი დესერტია. სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 20 წთ.

ინგრედიენტები:

  • შავი შოკოლადი  100გრ;
  • კარაქი  100გრ;
  • კვერცხი  2ც;
  • შაქრის პუდრა  4ს/კ;
  • ფქვილი  2ს/კ;
  • კაკაო  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი. ცალკე ავთქვიფოთ ცილა, შევათქვიფოთ შაქრის პუდრა და ბოლოს გულები. ეს მასა შევურიოთ ცივ შოკოლადიან მასას. დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ, ბოლოს დავუმატოთ კაკაო, ავურიოთ, მასა უნდა იყოს სქელი და წელვადი. შევავსოთ ფორმები, ბოლომდე არ უნდა იყოს ავსებული, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 7-8 წთ. დესერტი ფონდანი თბილი გავიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო