
ძალიან გემრიელი გამოდის, უმარტივესად მზადდება, მთავარია მზა ფხვიერი ცომი გქონდეთ. დამზადების დრო: 35წთ. ულუფა: 3-4.
ინგრედიენტები:
- ფხვიერი ცომი 500გრ;
- ქოქოსის ფანტელი 100გრ;
- მოხარშული კრემი 100გრ;
- ჯემი, ალუბალი გემოვნებით;
- ნაღები 200გრ;
- შაქრის პუდრა გემოვნებით;
მომზადების წესი:
ცომი გავალღოთ. გავაბრტყელოთ. 4 მრგვალი ნაწილი ამოვჭრათ. მივცეთ ტარტალეტკის ფორმა, ძირი ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ. შევდგათ ღუმელში 200გრადუსზე 20 წთ. გადმოვიღოთ. ავთქვიფოთ ნაღები, დავამატოთ მოხარშული კრემი. გაციებულ ტარატალეტკებში ჯერ ჯემი ჩავდოთ, შემდეგ ქოქოსის ფანტელი, ზემოდან კრემი და ისევ ქოქოსის ფანტელი. შევდოთ მაცივარში. დიდი ტარტალეტკები სუფრაზე გატანის წინ ალუბლის მარცვლებით მოვრთოთ! გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება