
დიეტური ხილის ჟელე წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისაგან, თან გემრიელი დესერტია. დამზადების დრო: 4 სთ. ულუფა: 3-4ც.
ინგრედიენტები:
- კეფირი 150მლ;
- წყალი 50მლ;
- ჟელატინი 15გრ;
- ვაშლი 1-2ც;
- შაქარი 1ჩ/კ;
მომზადების წესი:
თბილ წყალში გავხსნათ ჟელატინი. კეფირს დავამატოთ შაქარი და ავურიოთ. ვაშლი გავთალოთ, თესლები ამოვაცალოთ და პატარა კუბიკებად დავჭრათ. ჩავყაროთ კეფირში, დავასხათ თბილი ჟელატინი, ამოვურიოთ. გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ მაცივარში 3-4 სთ. ვაშლის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბაბანი, მსხალი, ატამი, გარგარი, მარწყვი. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება