დიეტური პანა-კოტა

ეს დესერტი ნაკლებკალორიულია, უგემრიელესია, მსუბუქი და ნაზი ტექსტურა აქვს. დიეტური პანა-კოტა ვახშმის ლამაზი დასასრული იქნება, მოამზადეთ! დამზადების დრო: 6 სთ.

ინგრედიენტები:

  • ნაღები 10%-იანი  200მლ;
  • ნაკლებცხიმიანი რძე  200მლ;
  • ხურმა  1ც;
  • ჟელატინი  4ც;
  • შაქარი  2ს/კ;
  • ვანილი  0,5ღერი;
  • დარიჩინი, ნიგოზი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

ჟელატინი ცივ წყალში ჩავალბოთ 15 წთ. ხურმა პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ქვაბში ჩავასხათ რძე, დავამატოთ ვანილი, ნაღები, წამოვადუღოთ, ვანილის ღერი ამოვიღოთ, ჩავამატოთ შაქარი და 5 წთ ვადუღოთ, სულ ვურიოთ. გავაცივოთ, დავამატოთ ჟელატინი, კარგად ავურიოთ. ჭიქაში ან ფიალაში ჯერ ხურმა ჩავდოთ, შემდეგ დავასხათ მიღებული მასა. პანა-კოტა მაცივარში შევდგათ 5 სთ. სუფრაზე გატანის წინ დარიჩინითა და ნიგვზით მოვრთოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო