დონატები

ამერიკული დონატები ყველასათვის ნაცნობი დესერტია. ამ რეცეპტით გაიგებთ, როგორ გამოაცხოთ სახლში უგემრიელესი მინანქრიანი დონატი-პონჩიკები. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • საფუარი  1,5ჩ/კ;
  • თბილი რძე  1ჭ;
  • ფქვილი  2,5ჭ;
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • კვერცხის გული  3ც;
  • შაქარი  30გრ;
  • მარილი  1/2ჩ/კ;
  • კარაქი  4ს/კ;
  • ზეთი, შოკოლადისა და შაქრის მინანქარი  გემოვნებით;
  • მომზადების წესი:

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავამატოთ ცოტა ფქვილი,  დავაფაროთ და თბილ ადგილას დავაყოვნოთ 30 წთ. შემდეგ დავამატოთ კვერცხის გული, ვანილი და მიქსერით ავთქვიფოთ. დავამატოთ 1 ჭ გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი, კარაქი და ვთქვიფოთ. ბოლოს დარჩენილი ფქვილი დავამატოთ და ცომი მოვზილოთ. დავაფაროთ და 30 წთ თბილ ადგილას დავდგათ. შემდეგ მაცივარში შევდოთ 1 სთ. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ წრეები, შუაშიც ამოვჭრათ უფრო პატარა წრეები, დავასწყოთ საცხობზე, დაავაფაროთ ჩაის ტილო და 30-40 წთ დავაყოვნოთ, რომ ამოვიდეს. ავადუღოთ ზეთი და შევწვათ პონჩიკები. გავაცივოთ, მინანქარში ამოვავლოთ და, დონატები მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო