ძველებური “იდეალი”

უნაზესი და უგემრიელესი გამოდის. შესანიშნავად გამოიყურება და საახალწლო სუფრასაც ძალიან მოუხდება. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  70გრ;
  • კარაქი  165გრ;
  • შაქრის პუდრა  85გრ;
  • შესქელებული რძე  65გრ;
  • ვანილი  10გრ;
  • კონიაკი  10მლ;
  • ნუში  210გრ;
  • ნიგოზი  210გრ;
  • შაქრის პუდრა  220გრ;
  • კაკაო  60გრ;
  • შოკოლადი  60გრ;
  • კარაქი  60გრ;
  • ნაღები  120მლ;

მომზადების წესი:

გავაცალკევოთ ცილა და გული, ავთქვიფოთ ცილები. დავამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ. შევურიოთ ჯამში ერთმანეთს გაცრილი ნუშის ფქვილი და ხორბლის ფქვილი. აკურატულად დავამატოთ ცილას, ავურიოთ. ცომი გავყოთ 5 ნაწილად. მრგვლად გავაბრტყელოთ და 165 გრადუსზე გამოვაცხოთ 7-8 წთ. კრემი: მიქსერით ავთქვიფოთ კარაქი, დავამატოთ შაქრის პუდრა, შესქელებული რძე და რამოდენიმე წთ ვთქვიფოთ. პრალინეს მოსამზადებლად მოვხალოთ ნიგოზი, გადავიტანოთ პატარა ქვაბში, დავამატოთ შაქრის პუდრა და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. კარგად ვურიოთ, შემდეგ გავაცივოთ და დავფხვნათ. დავამატოთ კარაქი, კაკაო და გამდნარი შოკოლადი, კარგად გადავურიოთ. მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები, შოკოლადიან მასას დავამატოთ, შევურიოთ კარაქიანი კრემი, წავუსვათ ფირფიტებს, ერთმანეთზე დავაწყოთ, გვერდებზე და ზემოდანაც კრემი წავუსვათ, დაფშვნილი მასა მოვაყაროთ და ძველებური “იდეალი” 30 წთ მაცივარში დავაყოვნოთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო