ეკლერი მოხარშული კრემით

უგემრიელესი დესერტია, ბავშვობის გემოთი! მინიმალური ძალისხმევით შესანიშნავი ნამცხვარი გამოდის. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი  1ჭ;
  • კვერცხი  6ც;
  • წყალი  1ჭ;
  • კარაქი  100გრ;
  • რძე  100მლ;
  • შაქარი  1ჭ;
  • ვანილი  150გრ;
  • მარილი  მწიკვი;

მომზადების წესი:

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ცომის მომზადებაა. ქვაბში ჩავასხათ ცივი წყალი, ჩავდოთ  80გრკარაქი, მარილი დავაყაროთ და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ, თანდათან დავამატოთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ. ისევ ცეცხლზე დავდგათ, ვურიოთ, მასა ოდნვ გამუქდება, გადმოვდგათ, სათითაოდ დავამატოთ კვერცხი, კარგად გადავურიოთ.  გავაცივოთ. ცომი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკაში, საცხობ ფორმას პერგამენტი დავაფინოთ, თხლად წავუსვათ ცხიმი და „დავსვათ“ ეკლერები 4-6 სმ. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 20 წთ. მოხარშული კრემი: 2ც კვერცხი, 1ჭ შაქარი, 100მლ რძე, 3ს/კ ფქვილი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სულ ვურიოთ გასქელებამდე. გადმოვდგათ,  გავაცივოთ, 20 გრ კარაქი დავამატოთ და მიქსერით ავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილი. შევდგათ ცოტა ხანი მაცივარში. გაციებული ეკლერები  საკონდიტრო შპრიცით შევავასოთ კრემით. ეკლერი მოხარშული კრემით მოვრთოთ შაქრის პუდრით. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო