“ეკონომიური” კოტლეტები

“ეკონომიური” კოტლეტები ძალიან გემრიელი გამოდის და საკმაოდ ბიუჯეტურია. თან სწრაფად და მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 35 წთ. ულუფა: 4-5.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი 250გრ;
  • კარტოფილი  80გრ;
  • ხახვი  60გრ;
  • თეთრი პური  40-50გრ;
  • საფანელი  80გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • ზეთი  50მლ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ღორის ხორცი, კარტოფილი, ხახვი საშუალო ზომაზე დავჭრათ. მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ ჩამბალი და გაწურული პური და ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ. ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, პილპილი და ავურიოთ. სველი ხელით გავაკეთოთ კოტლეტები, საფანელში ამოვავლოთ და ზეთში შევწვათ 25-30 წთ. თავიდან საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაბალზე. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო