გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო

გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო გარნირთან ერთად საუცხოო სადილი ან ვახშამი გამოდის. მსუბუქია, სასარგებლო და გემრიელი. დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 5.

ინგრედიენტები:

  • ყვავილოვანი კომბოსტო  1თ;
  • კვერცხი  2ც;
  • ყველი  50გრ;
  • სუნელები  გემოვნებით (დაფქული კამა, ქინძი, ნიორი, ოხრახუში, წითელი წიწაკა);
  • მარილი, საფანელი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

სუნელები შევურიოთ საფანელს. გავრეცხოთ ყვავილოვანი კომბოსტო და დავშალოთ ყვავილედებად. დავდგათ მოსახარშად, ადუღებიდან 10 წთ ვხარშოთ, მარილი დავამატოთ. საწუროთ ამოვიღოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავდოთ. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი და გახეხილი ყველი. ავურიოთ. თითოეული ყვავილედი ჩანგლით ავიღოთ, ჯერ კვერციან მასაში ამოვავლოთ, შემდეგ საფანელიანში და დავაწყოთ ფოლგადაფენილ საცხობ ფორმაში. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო