ღანძილის მწნილი

ღანძილის მწნილი პიკანტური, უგემრიელესი  და ხრაშუნაა. გამოიყენება ხორციან კერძებში, სალათებში, ცომეულში გულსართად.  მარტივად მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ.

ინგრედიენტები:

  • ღანძილი  1,5კგ;
  • წყალი  2ლ;
  • მარილი  3ს/კ;
  • შაქარი  3ს/კ;
  • ძმარი  2ჩ/კ;
  • დაფნის ფოთოლი  2-3ც;
  • შავი პილპილის მარცვლები 4-5ც;
  • მიხაკი  5-6ც;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ღანძილი, ღეროებს ფოთლები მოვაცილოთ. მოვამზადოთ მარინადი: ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავამატოთ მარილი, შაქარი, ძმარი, დაფნა, პილპილის მარცვლები, მიხაკი და ავადუღოთ. მინის ქილები ჩვენთვის ხელსაყრელი  მეთოდით გავასტერილოთ, ჩავაწყოთ შიგ ღანძილი, დავასხათ მარინადი და მოვხუფოთ. ქილები ამოვაბრუნოთ. 1 კვირის შემდეგ შეიძლება მისი გამოყენება. გემრიელად მიირთვით!

 

 

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო