ღანძილი მდიდარია ვიტამინებით. ამიტომ ეს სალათი გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა. დამზადების დრო: 15 წთ.
ინგრედიენტები:
- ღანძილი 1კონა;
- კვერცხი 2ც;
- კიტრი 1ც;
- არაჟანი 1 ,5სკ;
- მწვანე ხახვი 3-4 ღერი;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- მომზადების წესი:
გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ ღანძილი, დავამატოთ გარეცხილი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნახევარწრეებად დაჭრილი კიტრი, კუბიკებად დაჭრილი კვერცხი, მოვასხათ არაჟანი, ამოვურიოთ, მარილით და პილპილით შევანელოთ და კიდევ ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით ღანძილის სალათი!
კომენტარის დატოვება