ღორის ხორცი ბადრიჯნითა და ყაბაყით

ამ კერძში ღორის ხორცი სწრაფად იწვება ბოსტნეულთან ერთად არაჩვეულებრივად გემრიელი გამოდის. თან ნოყიერია. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი  500გრ;
  • ბადრიჯანი  1ც;
  • ყაბაყი  1ც;
  • ხახვი  1თ;
  • სტაფილო  1ც;
  • პომიდორი  1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და დავდოთ ტაფაზე შესაწვავად. დავუწიოთ ცეცხლს და 15 წთ ვწვათ. გავრეცხოთ და გავთალოთ ყაბაყი,  რგოლებად დავჭრათ, დავაყაროთ ხორცს და ერთად შევწვათ. გარეცხილი ბადრიჯანი კუბიკებად დავჭრათ, მარილი დავაყაროთ და ცოტა ხანს დავაყოვნოთ. შემდეგ ოდნავ გავწუროთ და დავამატოთ ძირითად მასას. ბოლოს პომიდორი დავამატოთ. დავჭყლიტოთ ნიორი, 7 წთ ვშუშოთ, დავასხათ 150 მლ წყალი და  მოვშუშოთ. ღორის ხორცი ბადრიჯნითა და ყაბაყით სუფრაზე მწვანილმოყრილი გავიტანოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო