ღორის ხორცის რულეტი კვერცხით

ღორის ხოცის რულეტი კვერცხით საკმაოდ ნოყიერი კერძია. ამიტომ სადილის მშვენიერი ვარიანტია. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ფარში  900გრ;
  • ბეკონი  400გრ;
  • ხახვი  250გრ;
  • მწყრის კვერცხი  12ც;
  • კოჭა (ჯანჯაფილი)  20 გრ;
  • ნიორი  2-3კბილი;
  • კვერცხი  2ც;
  • მდოგვი  1ს/კ;
  • ცხარე წიწაკა  გემოვნებით;
  • ჯავზი  1ჩ/კ;
  • ქინძი, მარილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავარჩიოთ და გავრეცხოთ ხახვი. 1 თ წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. მეორე დიდ ნაჭრებად დავჭრათ, ასევე დავჭრათ გარჩეული ნიორი და კოჭა. მოვათავსოთ ბლენდერის კონტეინერში და დავაქუცმაცოთ. შესაწვავ ფორმაში მჭიდროდ ჩავაწყოთ ბეკონის ზოლები, ფარშს დავამატოთ კვერცხი, დაბლენდერებული მასა, მოხრაკული ხახვი, პილპილი ქონდარი, მდოგვი, ცხარე წიწაკა, მარილი, ჯავზი და გადავურიოთ. ფარშის ნახევარი დავდოთ ბეკონზე, შემდეგ დავაწყოთ მწყრის კვერცხები (მოხარშული და გარჩეული), დავადოთ ფარშის დარჩენილი ნაწილი. დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 სთ. გადმოღებამდე 20 წთ ადრე რულეტი ამოვაბრუნოთ, რომ დაიბრაწოს. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო