ღორის ხორცის რულეტი ყველით

ნოყიერია, ადვილად მზადდება, უგემრიელესია. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი 1კგ (რბილობი);
  • ყველი  300გრ;
  • ბეკონი  200გრ;
  • მარილი, პილპილი  თითო მწიკვი;
  • ხმელი სუნელი  1 მწიკვი;
  • ზეითუნის ზეთი  2-3ს/კ;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ხორცი, ქაღალდის ხელსახოცით შევამშრალოთ და სიგრძეზე ჩავჭრათ. დავაფაროთ ცელოფანი და აკურატულად დავბეგვოთ. ავიღოთ ცელოფანი და დავაყაროთ დაფშვნილი ყველი, სუნელები,ზოლებად  დაჭრილი ბეკონით შევკრათ რულეტისებურად გადახვეული ხორცი. დავაწყოთ ზეთწასმულ შესაწვავ ფორმაში, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წთ. ღორის ხორცის რულეტი ყველით მზადაა დასაგემოვნებლად! გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო