ღორის ხორცის სალათი მჟავე კიტრით

ღორის ხორცის სალათი მჟავე კიტრით ნოყიერი, ზომიერად ცხარე სალათია. მარტივად და სწრაფად მზადდება. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 2-3.

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცი  250გრ (მოხარშული);
  • კარტოფილი  2ც;
  • მჟავე კიტრი  1-2ც;
  • ხახვი  1თ;
  • მაიონეზი  3-4ს/კ;
  • მარილი  გემოვნებით;
  • ძმარი 9%-იანი  1ჩ/კ;
  • შაქარი  1ჩ/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ღრმა ჯამში, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ ძმარი და 2-3ს/კ წყალი. 10-15 წთ დავაყოვნოთ. მოხარშული ხორცი კუბიკებად დავჭრათ და სასალათეში მოვათავსოთ. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი მჟავე კიტრი, ასევე დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, ხახვი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მაიონეზი მოვასხათ და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო