
ნაზი, რბილი, ყველის პიკანტური გემოთი და კამის არომატით – ასეთია ღორის კოტლეტები ყველითა და კამით. გემრიელი სადილის საუკეთესო იდეაა. დამზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 6-7.
ინგრედიენტები:
- ღორის რბილი ხორცი 500გრ;
- ხახვი 1თ;
- თეთრი პური 100გრ;
- მაგარი ყველი 50გრ;
- კამა 10გრ;
- ნიორი 2კბილი;
- საფანელი 100გრ;
- მარილი 1ჩ/კ;
- ზეთი 50მლ;
მომზადების წესი:
მოვამზადოთ ინგრედიეტები. პური ჩავალბოთ ცივ წყალში და 7-10 წუთში გავწუროთ. ხორცსაკეპში გავატაროთ ხორცი, ხახვი, ნიორი და პური. დავამატოთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და ავურიოთ. ფარშისგან გავაკეთოთ კოტლეტები, ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება