ღუმელში გამომცხვარი კარპი როზმარინით

კარპი ისედაც ძალიან გემრიელი თევზია, ამ რეცეპტით ხომ საუცხოო, არომატული და შესანიშნავი გამოდის! სცადეთ და ისიამოვნეთ! დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4.

ინგრედიენტები:

  • კარპი  1ც;
  • ლიმონი  1ც;
  • როზმარინი  4 ღერი;
  • ნიორი  4კბილი;
  • სოიოს სოუსი  100მლ;
  • ზეითუნის ზეთი  1ს/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ თევზი. რამოდენიმე ადგილას ღრმად ჩავჭრათ. მარინადი: სოიოს სოუსს დავამატოთ ზეთი, როზმარინი, დაჭყლეტილი ნიორი და ნახევარი ლიმონის წვენი. დავასხათ მარინადი კარპს და რამოდენიმე სთ დავაყოვნოთ. შესაწვავ ფორმას ფოლგა დავაფინოთ, დავდოთ თევზი, ჩაჭრილ ადგილებში ლიმონის ნაჭრები ჩავდოთ და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წთ. ღუმელში გამომცხვარი კარპი როზმარინით მზადაა! გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო