ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის რულეტები

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის რულეტები ნაზი და რბილი გამოდის. ნოყიერია და გემრიელი. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 8-10.

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი  500გრ;
  • ფარში  300გრ (ღორის ან შერეული);
  • კვერცხი  1ც;
  • ფქვილი  200გრ
  • ხახვი  1თ;;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;
  • ზეთი  3ს/კ;

მომზადების წესი:

კარტოფილი მარილწყალში მოვხარშოთ, გადავწუროთ. გავხეხოთ წვრილ სახეხზე, ჩავახალოთ კვერცხი, ფქვილი დავამატოთ და ავურიოთ. ფარში მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ერთად მოვშუშოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი.  კარტოფილიანი მასიდან ბურთულები გავაკეთოთ, თითოეული გავაბრტყელოთ და შუაში ფარშის გულსართი ჩავუდოთ. აკურატულად გადავახვიოთ რულეტისებურად, ცოტა ფქვილი მოვაყაროთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, დავაწყოთ რულეტები და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო