ღუმელში მომზადებული ბროკოლი რიკოტასთან ერთად

ღუმელში მომზადებული ბროკოლი რიკოტასთან ერთად გამოდის ძალიან ნაზი, საუცხოო გემოს აძლევს საკმაზი. ეს კერძი მოუხდება ხორცს. დამზადების დრო: 1 სთ. ულუფა: 4-6.

ინგრედიენტები:

  • ბროკოლი  1ც (დიდი);
  • ზეითუნის ზეთი  3ს/კ (+საკმაზისათვის);
  • მარილი, პილპილი  მწიკვი;
  • რიკოტა  300გრ;
  • ძმარი  80მლ;
  • კვერცხის გული  1ც;
  • მდოგვი 1ჩ/კ;
  • თაფლი  1ჩ/კ;
  • ხახვი-შალოტი  0,5თ;

მომზადების წესი:

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. გავრეცხოთ და შევაშროთ ბროკოლი, დავშალოთ ყვავილედებად. დავაწყოთ თუნუქის საცხობ ფორმაში, მოვასხუროთ ზეთი, მარილი და პილპილი მოვაყაროთ და შევდგათ ღუმელში 25 წთ. საკმაზი: მოხარშული კვერცხის გული დავაქუცმაცოთ, დავასხათ ძმარი, დავამატოთ მდოგვი, მარილი, პილპილი და თაფლი. ავთქვიფოთ ეს მასა ერთგვაროვანი მასის მიღებამდ, დავამატოთ ზეთი და წვრილად დაჭრილი შალოტი. მზა ბროკოლი გადავიტანოთ ღრმა ჯამში, მოვასხუროთ ძმარი. დავამატოთ რიკოტა, მოვასხათ საკმაზი და ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო