ღუმელში მომზადებული ფარშირებული პომიდორი

მარტივად მოსამზადებელი შესანიშნავი წასახემსებელია. ღუმელში მომზადებული ფარშირებული პომიდორი ვახშმის კარგი ვარიანტია. დამზადების დრო: 25 წთ. ულუფა: 10.

ინგრედიენტები:

  • პომიდორი  1კგ (საშუალო);
  • ძეხვი, ლორი ან მოხარშული ხორცი(სურვილისამებრ)  300გრ;
  • არაჟანი  4ს/კ;
  • კამა  1კონა;
  • მაგარი ყველი  100გრ;
  • ნიორი  2კბილი;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ პომიდორი, შუაზე გავჭრათ, რბილი მასა ამოვიღოთ. კუბიკებად დავჭრათ ლორი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, გახეხილი ნიორი, მოვასხათ არაჟანი და ამოვურიოთ, მარილი არ უნდა. ამოვავსოთ პომიდვრები ამ მასით, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დავაწყოთ ფოლგადაფენილ საცხობ ფორმაზე, შევდგათ 180 გრადუსზე ღუმელში 10 წთ. მზა პომიდვრები აკურატულად უნდა გადმოვიღოთ ფორმიდან, რომ არ დაიშალოს. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო