ღუმელში მომზადებული ქათამი ბრინჯით

თუ გინდათ, რომ ვახშამზე ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილი დარჩეს, ეს კერძი მოამზადეთ, თან აუცილებლად კარგი განწყობა უნდა გქონდეთ და უგემრიელესი გამოგივათ. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათამი  500გრ (ნებისმიერი ნაწილი);
  • წყალი  2,5ჭ;
  • ბრინჯი  1ჭ;
  • სტაფილო  1ც;
  • ხახვი  1ც;
  • ნიორი  3-5კბილი;
  • ზეთი  30მლ;
  • აჯიკა  0,5ჩ/კ;
  • მდოგვი 1ჩ/კ;
  • მაიონეზი  1ს/კ;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. ქათმის ხორცს წავუსვათ მარილი, პილპილი, სხვა სანელებლები (სურვილისამებრ). დავაყოვნოთ 30 წთ. დავჭრათ ხახვი და სტაფილო და ზეთში მოვშუშოთ. დავამატოთ ბრინჯი, მარილი, 2-3 წთ ვშუშოთ. ეს მასა საცხობ ფორმაში გადავიტანოთ, ზემოდან დავაწყოთ ქათმის ნაჭრები, დავასხათ წყალი, დაჭყლეტილი ნიორი დავამატოთ, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 180-200 გრადუსზე 1 სთ. ღუმელში მომზადებული ქათამი ბრინჯით მზდაა! გემრიელად მიირთვით!

 

 

1 კომენტარები

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო