ღუმელში შემწვარი გოჭი

ღუმელში შემწვარი გოჭი არაჩვეულებრივად გემრიელი გამოდის, საახალწლო სუფრის ნამდვილი მშვენებაა! დამზადების დრო: 4 სთ.

ინგრედიენტები:

  • გოჭი  3-4კგ(დამუშავებული);
  • დაფნის ფოთოლი  3ც;
  • წითელი ცხარე წიწაკა  2 მწიკვი;
  • შავი პილპილის მარცვლები  3 მწიკვი;
  • პირშუშხა  3ც (ძირი);
  • არაჟანი  300მლ;
  • ძმარი  15მლ;
  • შაქარი  30გრ;
  • ნიორი  გემოვნებით;
  • ზეითუნის ზეთი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

გავრეცხოთ გოჭი და გავამშრალოთ. სანაყში დავნაყოთ დაფნის ფოთოლი, პირშუშხა, წიწაკა და პილპილი, დავამატოთ დაჭყლეტილი  ნიორი, მარილი, არაჟანი,შაქარი,ძმარი და ამოვურიოთ. ეს ნარევი გოჭს გარედან წავუსვათ, ნარჩენი შიგნით ჩავუდოთ, შევახვიოთ ჩაის ტილოში და მაცივარში დავაყოვნოთ 2 სთ. საცხობ ფორმაში გოჭი ზურგზე დავაწვინოთ, მუცლის ღრუში ფოლგაში შეხვეული მინის ქილა ჩავუდოთ, რომ შეწვისას ფორმა შეინარჩუნოს. ყურებს, დინგსა და კუდს ზეთი კარგად წავუსვათ. ამ ნაწილებს ფოლგა დავაფაროთ. შევდგათ ღუმელში 170 გრადუსზე 1,5 სთ. შემდეგ ტემპერატურა 220 გრადუსზე ავწიოთ და 2-3 სთ შევწვათ გოჭი. შეწვის პროცესში პერიოდულად დავასხათ გოჭს გამოყოფილი ცხიმი, ასე კანი ხრაშუნა გამოვა. გემრიელად მიირთვით!

 

 

2 კომენტარები

  1. ვაპირებ ამ ახალ წელს გაკეთებას ღუმელში, ვნახოთ, როგორი გამოვა ესპანური გოჭი🤣

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო