
მთლიანად შემწვარი ნებისმიერი თევზი ძალიან ეფექტურად გამოიყურება, თან თუ საოცრად გემრიელიცაა, როგორც ღუმელში შემწვარი მდინარის კალმახი, უკეთეს კერძს ვერც ინატრებთ სადილზე ან ვახშამზე. დამზადების დრო: 40 წთ.
ინგრედიენტები:
- კალმახი 2ც;
- ლიმონი 1ც;
- კარაქი 50 გრ;
- პომიდორი 2ც;;
- ნიორი 2კბილი;
- ყველი 60გრ;
- ზეთი 20მლ;
- დაფქული ბაზილიკი და შავი პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
დარბილებული კარაქი და ბაზილიკი შევურიოთ ერთმანეთს. გავწმინდოთ და გავრეცხოთ თევზი, შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცებით. წავუსვათ კარაქიანი მასა და რაც დარჩება, ღრუში ჩავუდოთ. თევზი ღრმად ჩავჭრათ რამოდენიმე ადგილას და ჩავდოთ თითოეულში ლიმონის ნაჭერი. დავაყაროთ პილპილი. ფოლგა დავაფინოთ შესაწვავ ფორმაზე, ზეთი წავუსვათ, კალმახი დავდოთ, გვერდზე შემოვუწყოთ გარეცხილი, შუაზე გაჭრილი პომიდორი, დავაყაროთ გახეხილი ნიორი, შემდეგ გახეხილი ყველი. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება