ღუმელში შემწვარი ფარშირებული კარპი ნამდვილი სადღესასწაულო კერძია. თევზი გამოდის ნაზი, უგემრიელესი, ძალიან უხდება გოგრის გარნირი. დამზადების დრო: 2 სთ. ულუფა: 6.
ინგრედიენტები:
კარპი 1ც;
- მოხარშული წიწიბურა 1,5ჭ;
- ქამა სოკო 200გრ;
- კვერცხი 1ც;
- ხახვი 1თ;
- მარილი, პილპილი გემოვნებით;
- ზეთი 1ს/კ;
- გარნირი:
- გოგრა 300გრ;
- წითელი ხახვი 1თ;
- ზეითუნის ზეთი 1ს/კ;
- ბალზამიკოს ძმარი 1ს/კ;
- შაქარი 1ს/კ;
- მარილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
წვრილად დავჭრათ ხახვი და სოკო და ზეთში მოვხრაკოთ. დავამატოთ მოხარშული წიწიბურა, ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ მარილი, პილპილი, ამოვურიოთ და 7 წთ ვშუშოთ. შემდეგ ამ მასით ამოვტენოთ კარპის შიგთავსი. გარნირი: ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. მეორე ტაფაში მოვშუშოთ კუბიკებად დაჭრილი გოგრა. შესაწვავ ფორმაში ჩავდოთ ხახვი და გოგრა, შაქარი და მარილი დავამატოთ, ზემოდან დავადოთ ფარშირებული კარპი, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წთ. გემრიელად მიირთვით!
კომენტარის დატოვება