ღუმელში შემწვარი ქათმის კოტლეტები

ნაზი, გემრიელი, ნოყიერი კერძია. ღუმელში შემწვარი ქათმის კოტლეტები ნაკლებად ცხიმიანი გამოდის და საზიანოც არა არის ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ადვილად  მზადდება. დამზადების დრო: 1 სთ.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფარში  700-800გრ
  • ხახვი  2-3თ;
  • თეთრი პური  100გრ;
  • რძე  100მლ;
  • არაჟანი  3-4ს/კ;
  • ტომატი  1,5-2ს/
  • მარილი  3 მწიკვი
  • შავი დაფქული პილპილი  2 მწიკვი;
  • დაფქული ცხარე წიწაკა  2 მწიკვი;
  • ხმელი სუნელი  2მწიკვი;

მომზადების წესი:

პური ჩავალბოთ რძეში, გავწუროთ და დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში. დავამატოთ ფარში, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი, სველი ხელით გავაკეთოთ კოტლეტები და დავაწყოთ მასზე. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წთ. მოვამზადოთ სოუსი ამ კოტლეტებისათვის: შევურიოთ არაჟანი და ტომატი, დავამატოთ სუნელები, თუ სქელია სოუსი, ცოტა წყალიც დავამატოთ. დავახათ კოტლეტებს სოუსი და კიდევ შევდგათ ღუმელში 20-25 წთ. გემრიელად მიირთვით!

 

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო