ღვეზელები ფარშით

ღვეზელები ფარშით ძალიან გემრიელი და ნოყიერია. ადვილად მზადდება. პრაქტიკულია. საუზმეზე, ვახშამზე, ისე წასახემსებლად კარგი იდეაა. თანაც, ვის არ უყვარს ხორციანი ღვეზელი?! გამოაცხეთ და ისიამოვნეთ! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  200მლ;
  • კარაქი  300გრ ( 30გრ გულსართში, დანარჩენი ცომში);
  • ფქვილი  4ჭ;
  • საფუარი  50გრ;
  • შაქარი  1ჩ/კ;
  • ფარში  600გრ;
  • ტომატი  2ს/კ;
  • ხახვი  2თ;
  • კვერცხი  1ც;
  • მარილი, პილპილი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში. დავამატოთ დარბილებული კარაქი, გაცრილი ფქვილი, მარილი და შაქარი.მოვზილოთ ცომი, დავაფაროთ და თბილ ადგილას დავდგათ 1,5 სთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ კარაქში, დავამატოთ ტომატი, 5 წთ ვშუშოთ, შემდეგ ფარშს შევურიოთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ. გავბრტყელოთ ცომი, დავყოთ პატარა გუნდებად, გავაბრტყელოთ თითოეული, შუაში ჩავდოთ ფარში და შევკრათ ღვეზელისებურად. საცხობს დავაფინოთ პერგამენტი, დავაწყოთ ღვეზელები , წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ გამოსაცხობად  200 გრადუსზე 15-20 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო