ღვეზელი დაკეპილი ხორცით

გამოდის ძალიან ნოყიერი და გემრიელი. ღვეზელი დაკეპილი ხორცით ცივიც კი რბილია და ფაფუკი. კარგი იდეაა მგზავრობისას წასახემსებლად. დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • რძე  200გრ;
  • კვერცხი  1ც;
  • შაქარი  2ს/კ;
  • მარილი  1ჩ/კ;
  • მშრალი საფუარი  7გრ;
  • ფქვილი  300გრ;
  • ხორცი  300გრ;
  • ხახვი  2-3თ;
  • სანელებლები  გემოვნებით;
  • კვერცხის გული  1ც;
  • სეზამის მარცვლები  1მწიკვი;
  • ზეთი  2ს/კ;

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ინგრედიენტები. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი. დავამატოთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ზეთი. ავურიოთ, დავამატოთ ფქვილი, მოვზილოთ ცომი და დავაყოვნოთ თბილ ადგილას 1 სთ. მოვამზადოთ გულსართი:  ხორცი დავკეპოთ ძალიან წვრილად. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილიპილი, სხვა სანელებლები და ამოვურიოთ. ცომი გავყოთ პატარა გუნდებად, თითოეული გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფარში. მივცეთ ღვეზელის ფორმა, დავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობზე, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, დავაყაროთ სეზამის მარცვლები და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წთ. გემრიელად მიირთვით!

დატოვე პირველი კომენტარი

კომენტარის დატოვება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მო